პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • კურორტი ზღვის დონიდან 2027 მეტრზე

გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს, კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა და დიდი პოტენციალი აქვს, უახლოეს მომავალში მას ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სათხილამურო სკოლაც დაემატება.

რესპოდენტი: ლაშა ველიაძე – კურორტ გოდერძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

ავტორი: ზურაბ კეკელიძე

  • საინტერესო ცხოვრება სოფლად

დავით კოხოძე-მუსიკოსი, რომელიც დღესაც უკრავს ქუთაისის საოპერო და სიმფონურ ორკესტრში, მუსიკას იმ სკოლაში ასწავლის, სადაც რევაზ ლაღიძე სწავლობდა.  ამავე დროს, ის ფერმერია. აქვს შერეული მეურნეობა-ჰყავს ფუტკარი და აქვს შესანიშნავი სხვადასხვა სახეობის თაფლი, ბიო ხილი და ღვინო.რამდენიმე ჰექტარზე აქვს ენდემური ცოლიკაური.

 

  • ,,პასტორალი ორისთვის“

11 წლის გაგა და 13 წლის გია ჭალაის სოფლიდან არიან. მეფუტკრეობაზე ოცნებობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებს საკმაოდ კარგად უძღვებიან. განათლებაზეც სათანადოდ ფიქრობენ და ბარისახოს სკოლამდე 9 კილომეტრსაც გადიან. სიუჟეტში მოისმენთ იუნფორმაციას  „მთის ამბების“ შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებული ფილმის შესახებ, სახელწოდებით  „პასტორალი ორისთვის.“

ავტორი: ელენე ტუშური.

რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი.