პიკის საათი – დილა რეგიონში – პირველი საბავშვო ბაღი ყანობში/ფულადი დახმარება სტუდენტებს/ქართული მყეფარა
- პირველი საბავშვო ბაღი ყანობში
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობში პირველად გაიხსნა საბავშვო ბაღი.
რესპონდენტები: ქეთევან გელაშვილი – სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი, ლალი ფიცხელაური – ყანობის ახალი საბავშვო ბაღის დირექტორი.
ავტორი: ელენე ტუშური.

- ფულადი დახმარება სტუდენტებს
სამაგალითო პრეცენდენტი – ფულადი დახმარება მუნციპალიტეტის სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ! სტუდენტთა დახმარების პროგრამით შშმ სტუდენტებიც ისარგებლებენ. ბარბარე ბენაშვილს ესაუბრება ბოლნისის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი.

- ქართული მყეფარა
ქართული მყეფარა ერთადერთი ქართული წარმოშობის მონადირე ძაღლია. არის ყავისფერი შეფერილობის, 40-50 სმ სიგრძის. მისი გავრცელების არეალს ძირითადად აჭარისა და გურიის რეგიონი წარმოადგენს.
რესპონდენტი: გია გიორგაძე.
ავტორი: ზურა კეკელიძე.
რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი.
