პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • ლაშქრობა ზამთარში

ზამთრის ტურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს საინტერესოა ვიზიტორებისათვის.

რესპონდენტი: გაგა მუმლაძე – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი.

ავტორი: ზურა კეკელიძე

  • დასაქმების ფორუმი თელავში

7 დეკემბერს, თელავში (ერეკლე II გამზ. N1 – თელავის ისტორიული მუზეუმი), თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისთვის  დასაქმების ფორუმი გაიმართება. რეგიონალური ფორუმი  13:00-დან 15:00-საათამდე გაგრძელდება.

სატელეფონო ჩართვა: მარი ბეზარაშვილი – სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

  • გურული დიალექტის მარგალიტები

თუ ოდესმე თქვენი გურული მეგობრის საუბრიდან რაიმე ვერ გაიგეთ, სჯობს სიუჟეტს მოუსმინოთ და ამ დიალექტის რამდენიმე სიტყვის განმარტება მოისმინოთ.

რესპოდენტი: გოჩა მეგრელიშვილი – ადამიანი, რომელმაც 1200მდე გურული სიტყვა შეაგროვა,

ავტორი: ელენე ტუშური.

რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.