სიუჟეტში ლეჩხუმის რაიონის მაღალმთიან სოფლელ აღვის ერთადერთ ექიმს გაგაცნობთ. ერთად გავიგოთ რა გამოწვევების წინაშე დგას თითქმის დაცლილი სოფელი და სოფლის ექიმი.
რესპონდენტი: ელზა ხეცურიანი – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის ექიმი
ავტორი: ელენე ტუშური
- 100 აჭარელი მოსწავლე ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის მთავრობისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზნით ბათუმის უნივერსიტეტში. მემორანდუმის თანახმად ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სასწავლებლად 100 სტუდენტის გამგზავრება დაიგეგმა. „მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვება.
სატელეფონო ჩართვა: თამარ სირაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.
22 დეკემბერს ხარაგაული სუმოს რიგით მეორე სამოყვარულო ჩემპიონატს, თოვლის ბაშოს, უმასპინძლებს. ნამდვილი დევები ერთმანეთს ღია ცის ქვეშ, თოვლისგან გაკეთებულ დოჰიოზე შეერკინებიან.
რესპონდენტი: მირიან შარიქაძე.
ავტორი: ზურაბ კეკელიძე.