პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • სოფელ აღვის ექიმი

სიუჟეტში ლეჩხუმის რაიონის მაღალმთიან სოფლელ აღვის ერთადერთ ექიმს გაგაცნობთ. ერთად გავიგოთ რა გამოწვევების წინაშე დგას თითქმის დაცლილი სოფელი და სოფლის ექიმი.

რესპონდენტი: ელზა ხეცურიანი – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის ექიმი

ავტორი: ელენე ტუშური

  • 100 აჭარელი მოსწავლე ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის მთავრობისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზნით ბათუმის უნივერსიტეტში. მემორანდუმის თანახმად ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სასწავლებლად 100 სტუდენტის გამგზავრება დაიგეგმა. „მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვება.

სატელეფონო ჩართვა: თამარ სირაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.

  • თოვლის ბაშო ხარაგაულში

22 დეკემბერს ხარაგაული სუმოს რიგით მეორე სამოყვარულო ჩემპიონატს, თოვლის ბაშოს, უმასპინძლებს. ნამდვილი დევები ერთმანეთს ღია ცის ქვეშ, თოვლისგან გაკეთებულ დოჰიოზე შეერკინებიან.

რესპონდენტი: მირიან შარიქაძე.

ავტორი: ზურაბ კეკელიძე.