- მავთულხლართები ატოცში – 7 ნოემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ღობის მშენებლობა დაიწყო. ფაქტს ახალგაზრდების დამოუკიდებელი ჯგუფის მხრიდან პროტესტი მოჰყვა რაც ორგანიზებულ აქციად იქცა.
რესპონდენტები: გიორგი სვიმონიშვილი, ნიკა სანიკიძე, საბა ლოდია, მიხო მორჩილაძე
ავტორი: ზურა კეკელიძე.
- შინდისის მემორიალი – შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ.
სატელეფონო ჩართვა: გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდაქართლის გუბერნატორი.
- თამარ გოგოჭური – 30 – ხევსურეთის სიყვარულით გამსჭვალული გოგოს ისტორია, რომელიც თბილისში მიღებული განათლებით, ოჯახთან ერთად ყაზბეგში დაბრუნდა და ახალი თაობის კულტურულ განათლებაზე ზრუნავს. აქვე მოისმინეთ ხმოვანი საჩუქარი, რომლეიც „პიკის საათის“ მსმენელმა იუბილარი მომღერლისგან მიიღო. რესპონდენტი: თამარ გოგოჭური – მომღერალი.
ავტორი: ელენე ტუშური.
კონსულტანტი: ბარბარე ბენაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.