#სახლისკენ - ოკუპირებული სტრიქონები
#სახლისკენ - ოკუპირებული სტრიქონები

გასულის საუკუნის 10-იანი, 20-იანი წლების დასაწყისი და ქართულ კულტურაში ახალფეხადგმული მოდერნიზმი, რომელიც ოკუპაციამ ერთბაშად ვერ დათრგუნა; ლუიჯი მაგაროტოს წიგნში მოყოლილი ქართული მოდერნიზმის ხანმოკლე ისტორია; ოკუპაციით ორ ბანაკად გაყოფილი ქართველი პოეტები; „გემი დალანდი“ და გალაკტიონისეული ბუნდოვანებით შენიღბული თავისუფლებასთან „განშორების მსუბუქი ცრემლი“; „ჯაყოს ხიზნებში“ ასახული ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული სასოწარკვეთა, სასტიკი რეალობა, რომელმაც მიხეილ ჯავახიშვილის ტრაგიკული ბედი განსაზღვრა; „ოქტომბრის კაბით შემოსილი თებერვალი“ და პოეტები, რომლებსაც გულწრფელად არ მიაჩნდათ ოკუპაცია ბოროტებად, სწამდათ ბოლშევიზმის „მაღალი იდეალების“, რისთვისაც „დაიმკვიდრეს“ ადგილი დიდუბის პანთეონში; კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსის სტრიქონებში ჩამალული სიმბოლოები და სიტყვა, რომელიც, მიუხედავად იმის, რომ ტექსტში ნახსენები არ არის, თითქოს თავისთავად იგულისხმება და ამ ლექსის გამოქვეყნებით სამოქალაქო სიმამაცის გამოვლენისთვის დასჯილი გამომცემლობის ხელმძღვანელი; „თებერვალო, საქართველოს გაზაფხული ხარ“ და კონიუნქტურის მიღმა ამოსაკითხი პოეტის ფრთხილი იმედი.

სტუმარი – საქართველოს რადიოს ჟურნალისტი, ფილოლოგი დავით პაიჭაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: