გაიცანით წიწაკის მურაბა, ჩურჩხელა ძაფის გარეშე ჩირის შიგთავსით, ალკოჰოლური სასმელი ნაბახუსევის გარეშე და ბევრი სხვა უცნაური ნუგბარი. რეგიონებში წარმოებული პროდუქტი, რომელიც „თბილისობა 2018“-ზე იყო წარმოდგენილი./ავტორი: ელენე ტუშური/
8 ოქტომბერს, ქალაქ თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში სახალხო დღესასწაული „გარისობა 2018“ გაიმართება. გარისი თეთრიწყაროს უძველესი სახელწოდებაა. თავად დღესასწაული კი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ 2017 წელს აღდგა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა.
სატელეფონო ხაზზე: ნათია ებრალიძე – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
- 21 წლის გიორგი კობიძე ავტოსტოპით ფერეიდანში
გიორგი კობიძე 21 წლის მოგზაურია, რომელიც ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ამბებით იმ ქართველების შესახებ, რომლებიც 1500 კმ-ის დაშორებით, ირანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, გაიზარდა და ინტერესი იმ მოგზაურობად აქცია, რაზეც სიუჟეტში მოგიყვებით. /ავტორი: ზურაბ კეკელიძე/
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე