პიკის საათი - დიასპორაში მცხოვრები ქართველი ექიმები ქართველი ემიგრანტებისათვის!
2020 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს დროით 20:00-ზე, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ექიმებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინკონფერენცია გაიმართება.
ინიციატივის ავტორები არიან ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ფონდის პარტნიორი დიასპორული ორგანიზაცია საბერძნეთში – ათენის კულტურის ცენტრი „კავკასია“ .
კონფერენციის მიზანია დიასპორაში მცხოვრები ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონსოლიდაცია და მათი ჩართვა ქართველი ემიგრანტებისთვის სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესში.
სატელეფონო ჩართვა ამსტერდამიდან: თინათინ სვანიძე – ვენკო – ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: