პიკის საათი - დიასპორაში მცხოვრები ქართველი ექიმები ქართველი ემიგრანტებისათვის!
პიკის საათი - დიასპორაში მცხოვრები ქართველი ექიმები ქართველი ემიგრანტებისათვის!

2020 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს დროით 20:00-ზე, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ექიმებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინკონფერენცია გაიმართება.

ინიციატივის ავტორები არიან ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ფონდის პარტნიორი დიასპორული ორგანიზაცია საბერძნეთში – ათენის კულტურის ცენტრი „კავკასია“ .

კონფერენციის მიზანია დიასპორაში მცხოვრები ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონსოლიდაცია და მათი ჩართვა ქართველი ემიგრანტებისთვის სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესში.

სატელეფონო ჩართვა ამსტერდამიდან: თინათინ სვანიძევენკო – ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი