„დებიუტი“ სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულია, რომელიც უკვე მესამედ გამოიცა.
შეგახსენებთ, რომ „დებიუტის“ პირველი ნაწილი 2016 წელს, ხოლო მეორე 2018 წელს გამოიცა, სადაც წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური ნამუშევრები და თარგმანები. აგრეთვე ჩართულია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია / Tbilisi State Academy of Arts-ის სტუდენტთა ფერწერული ნამუშევრები.
სტუმრები: შალვა ბერიანიძე – პროექტის კოორდინატორი და სარედაქციო საბჭოს წევრი,
სალომე შველიძე – პროზა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი),
ნათია კაპანაძე – პოეზია (ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.