საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დებატების 60 კლუბი დაიწყებს ფუნქციონირებას.მასწავლებელთა დაკომპლექტების მიზნით გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი, რომელშიც 100-მდე მასწავლებელი მონაწილეობს. დებატების ტექნიკაში, კლუბის შექმნასა და მართვაში გადამზადებული მასწავლებლები საკუთარ სკოლებში გაიხსნიან დებატების კლუბებს.
სტუმარი: თინათინ ცერცვაძე – საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: