- 1 ივლისს პრინცესა დაიანა 60 წლის გახდებოდა.
1995 წელს BBC-ს ეთერში სკანდალური ინტერვიუს შემდეგ პრინცესა დაიანას ცხოვრება შეიცვალა.
„ჩემი მშობლების ურთიერთობის გაუარესებაში ინტერვიუმ დიდი როლი ითამაშა…ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ 1995 წელს, როდესაც ამ დანაშაულის გამოძიების საკითხი პირველად წამოიჭრა, სიმართლე ვერ გამოაშკარავდა და შესაბამისად დედაჩემმაც ვერასდროს გაიგო, რომ მოატყუეს.“ – პრინცი უილიამი.
წლების შემდეგ პრინცესა დაიანას მოტყუების გამო BBC-მ, გამოძიების საფუძველზე, პრინც უილიამსა და სამეფო ოჯახს ბოდიში მოუხადა.
ავტორი: ელენე ტუშური
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: