პიკის საათი - COVID19, ქართული კულტურა და პატარა ქართველები ავსტრიაში
– ავსტრიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყანაში დროებითი ყოფნის ვადა ეწურებათ, ავსტრიის ტერიტორიიდან გასვლისას პრობლემა არ შეექმნებათ.
– საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში სოციალური ქსელების აუდიტორიას ახალ რუბრიკას სთავაზობს, რომელიც ლაივ/ვიდეო კონცერტების საშუალებით ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს გაგაცნობთ. პირველ კონცერტს პიანისტი ქეთი სეფაშვილი, მომღერალი მადინა კარბელი და ფლეიტისტი თემო ხარშილაძე გია ყანჩელის მუსიკით წარადგენენ.
– ავსტრიაში საქართველოს საელჩოს საშობაო-საახალწლო დღესასწაულის მუდმივი სტუმარია ავსტრიელი მოყვარულების რვაკაციანი ანსამბლი „ჰარალო,“ რომელიც ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს ასრულებს. წელს „ჰარალოს“ ქართველი მაყურებელი ონლაინ კონცერტით გაიცნობს.
– საკვირაო სკოლები ავსტრიაში. როგორ ხედავენ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები საქართველოს?
სტუმარი: ქეთევან ციხელაშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: