პიკის საათი - COVID19, ქართული კულტურა და პატარა ქართველები ავსტრიაში
პიკის საათი - COVID19, ქართული კულტურა და პატარა ქართველები ავსტრიაში

– ავსტრიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყანაში დროებითი ყოფნის ვადა ეწურებათ, ავსტრიის ტერიტორიიდან გასვლისას პრობლემა არ შეექმნებათ.

– საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში სოციალური ქსელების აუდიტორიას ახალ რუბრიკას სთავაზობს, რომელიც ლაივ/ვიდეო კონცერტების საშუალებით ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს გაგაცნობთ. პირველ კონცერტს პიანისტი ქეთი სეფაშვილი, მომღერალი მადინა კარბელი და ფლეიტისტი თემო ხარშილაძე გია ყანჩელის მუსიკით წარადგენენ.

– ავსტრიაში საქართველოს საელჩოს საშობაო-საახალწლო დღესასწაულის მუდმივი სტუმარია ავსტრიელი მოყვარულების რვაკაციანი ანსამბლი ჰარალო,“ რომელიც ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს ასრულებს. წელს ჰარალოს ქართველი მაყურებელი ონლაინ კონცერტით გაიცნობს.

– საკვირაო სკოლები ავსტრიაში. როგორ ხედავენ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები საქართველოს?

სტუმარი: ქეთევან ციხელაშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი