პიკის საათი - „ჩვენ“ - პირველი არხის ჟურნალისტების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი
უკვე 8 წელია პროფესიას ერთგულად ემსახურებიან და ხშირად ისეთი თემების გაშუქება უწევთ, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემებს ეხება.
ფილმზე მუშაობა კონკურსმა გადააწყვეტინათ და მას შემდეგ მიზნად დაისახეს შშმ პირების ცხოვრების რითმის ამსახველი სურათი ცხადად გადმოეცათ.
„ფილმის გადაღებისას არცერთი სცენა არ დაგვიდგამს, ამიტომ მაყურებელს თავად ექნება დასკვნის გაკეთების საშუალება“ – ელენე პაპიაშვილი.
„ჩვენ“ შშმ პირების პრობლემების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
სტუმრები: ქრისტი შანავა და ელენე პაპიაშვილი – საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: