მესამე წელია ტრადიციას არ ღალატობს, დეკემბრის შუა რიცხვებში, დელისის მეტროსთან მიდის და ჩვენ გველოდება. ჩვენ – ადამიანებს, რომლებსაც შეჭირვებული თანამოქალაქეების დახმარება შეგვიძლია. რა მიგვაქვს? – ყველაფერი კბილის ჯაგრისი იქნება, პამპერსი, მურაბა, სარეცხი ფხვნილი, ტანსაცმელი, სათამაშოები, თუ რასაც ოჯახისათვის საჭიროდ ჩათვლით. ყველაფერი ფულის გარდა.
15 დეკემბერს, კვირას, 12-დან 14 საათამდე, ქეთი მელქაძე დელისის მეტროსთან დაგელოდებათ.
სტუმარი: ქეთი მელქაძე – ფილოლოგი; ხელოვანი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: