პიკის საათი - 85 წლის წინ სამყარომ ელა ფიცჯერალდის ხმა გაიგონა
პიკის საათი - 85 წლის წინ სამყარომ ელა ფიცჯერალდის ხმა გაიგონა

ფრენკ სინატრა თვლიდა, რომ ნებისმიერი მუსიკალური საღამო მხოლოდ  „ამ  გოგოს“ გამოსვლით უნდა დაწყებულიყო! „ეს გოგო“ ელა ფიცჯერალდი, იგივე ლედი ელა იყო, ნახევარი საუკუნის  განმავლობაში  ყველაზე პოპულარული  ჯაზ მომღერალი  ქალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 13 გრემის მფლობელი  და პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელსაც საკუთარი ბენდი ჰყავდა.

ყველაფერი კი 85 წლის წინ, 1934 წლის 21 ნოემბერს დაიწყო, როდესაც ელამ  მონაწილეობა მიიღო  მუსიკალურ კონკურსში ,, მოყვარულთა ღამეები“, რომელიც   ჰარლემის ცნობილ თეატრში ,, აპოლო“ტარდებოდა. ჯერ  საცეკვაო  ნომრით გამოსვლა უნდოდა, მაგრამ ბოლო მომენტში  გადაიფიქრა  და შეასრულა სიმღერა „judy“,  ბოსუელის რეპერტუარიდან. დარბაზი მას აღფრთოვანებით შეხვდა.   გამარჯვებისთვის  ელამ 25 დოლარი და თეატრში მთელი ერთი კვირის განმავლობაში გამოსვლის უფლება მიიღო.

ავტორი: ანა აკობია.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: