პიკის საათი - „გამარჯობა, ქარი ქრის“
პიკის საათი - „გამარჯობა, ქარი ქრის“

„გამარჯობა, ქარი ქრის“ მიხეილ მრევლიშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც იტალიელ პოეტს, დრამატურგსა და საზოგადო მოღვაწეს ტონინო გუერას ეძღვნება. ფილმი მოიცავს ფრაგმენტებს მისი ბიოგრაფიიდან და აერთიანებს იმ დოკუმენტურ მასალას, რომელიც გადაღებულია რეჟისორ მიხეილ მრევლიშვილისა და მისი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ როგორც მაესტროს სიცოცხლეში, ასევე, მისი გარდაცვალების შემდეგ. ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო და მისი სათაური „გამარჯობა, ქარი ქრის“ ტონინო გუერამ თბილისში, 2000 წელს, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის გამართულ მასტერკლასზე გააჟღერა.
ფილმის პრეზენტაციას თბილისში ტონინო გუერას მეუღლე ლორა გუერა დაესწრება.

სტუმარი: მიხეილ მრევლიშვილი – რეჟისორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: