12 ივნისს, 18 საათზე, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის რადიოფილმის „ჩუმად, ხმაურია!“ ჩვენება. ჩვენების თანაორგანიზატორია ლიტერატურული სალონი „საგულისონი.“
სტუმრები: სოფი დორეული, ლიკა გოგისვანიძე, ხატია გლოველი – ფილმის ავტორები,
სოფიო კიკვაძე – პროექტის ხელმძღვანელი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.