„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ წარმოგიდგენთ 1921 წლიდან ბერლინში, პოლიტიკურ ემიგრაციაში, მცხოვრები ქალის, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის მოგონებებს. იგი თავის სოციალ-დემოკრატ მეუღლეს, მიხეილ წულუკიძეს გაჰყვა ემიგრაციაში და დასახლდა ბერლინში, სადაც ქრისტინემ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება და წარმატებული საექიმო პრაქტიკის მოწყობა შეძლო. მოგონებებში ის სწორედ თავისი ურთულესი ცხოვრებისეული გზის შესახებ მოგვითხრობს.
სტუმარი: ანა მარგველაშვილი – „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: