ბრიტანული სეზონი UK/Georgia 2019 ბრიტანეთის საბჭოს და ბრიტანეთის საელჩოს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი სპეციალური პროგრამაა, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე განხორციელდება.
UK/Georgia 2019-ს ღონისძიებები ჩატარდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და საქართველოს სხვა რეგიონებში და წარმოგიდგენთ თანამედროვე, მრავალფეროვან, გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ბრიტანეთს თავისი კულტურით, სპორტით, განათლებითა და ბიზნესით. დიდი ბრიტანეთის და საქართველოს საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, ბრიტანული სეზონის განსაკუთრებული აქცენტი მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაზეა მიმართული.
სტუმრები: ზაზა ფურცელაძე – ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში.; მაია დარჩია – ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის მენეჯერი.