„ვინილომაგია • ვინილომანია“ – თემურ ტონიას ახალი წიგნია, რომელიც „ბებერი“ ვინილის გაცოცხლების ამბავს ჰყვება. წიგნიდან შეიტყობთ, თუ როგორ იქცა ვინილი ერთდროულად მანიად და მაგიად ასიათასობით მელომანის, აუდიოფილისა და კოლექციონერისთვის. ეს არის ამბავი ფენომენისა, რომელიც 50-იანწლებში მოევლინა სამყაროს, მრავალმილიონიანი ტირაჟებით დაფარა დედამიწა და მილიონობით ადამიანს მიუტანა მუსიკა აბსოლუტურად სრულყოფილი სახით.
სტუმარი: თემურ ტონია – წიგნის „ვინილომაგია • ვინილომანია“ ავტორი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: