ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში უკვე მეხუთედ ჩატარდა. ჟიურიმ 13 ფინალისტი გუნდიდან სამი საუკეთესო შეარჩია. ქართველმა ახალგაზრდებმა ინოვაციური პროქტები საბუნებისმეტყველო საგნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით წარმოადგინეს.
სატელფონო ჩართვა: გიგი გუგუნავა – ერთ-ერთი ავტორი მესამე ადგილზე გასული პროექტისა „ესკულაპე“
რუბრიკის სტუმრები: მარიამ გამრეკელაშვილი, გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია და იონა იობიძე – ავტორები პირველ ადგილზე გასული პროექტისა „ბარნის სმარტ ლაბირინთი“; ლელა ხოხიაშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, გიორგი ჩხაიძე და იაკობ რიგვავა – ავტორები მეორე ადგილზე გასული პროექტისა „მოძრაობის სკანერი“
ავტორი: სოფო გოდუაძე.