ამერიკის საელჩო ქართველ ბავშვებს საელჩოს საზაფხულო კითხვის გამოწვევაში იწვევს.
პროგრამა მარტივია: აირჩიეთ წიგნი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წაიკითხეთ, შეავსეთ ამერიკული სივრციდან მიღებული წიგნის ფორმა და დაუბრუნეთ მათ 10 სექტემბრამდე. ბავშვებს შეუძლიათ, რომ წიგნები გამოიტანონ ამერიკული სივრციდან, საჯარო სკოლის ან ოჯახის ბიბლიოთეკიდან, ითხოვონ მეგობრებისგან, ან ოჯახის წევრებისგან, შეიძინონ მაღაზიაში, ან ნახონ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ადგილას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად ან ქართულად, მხატვრული ან არამხატვრული ლიტერატურა.
ნებისმიერი ბავშვი, რომელიც 100 გვერდს მაინც წაიკითხავს, მიიღებს ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ხელმოწერილ ვერცხლის სერტიფიკატს. ბავშვები, რომლებიც 500 გვერდს მაინც წაიკითხავენ, მიიღებენ ოქროს სერტიფიკატს. ქულები ინგლისურად წაკითხული გვერდებისთვის გაორმაგდება.
სატელეფონო ჩართვა: ნანა შუღლაძე – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საინფორმაციო რესურსების ასისტენტი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: