პიკის საათი - #არავინდატოვომიღმა
პიკის საათი - #არავინდატოვომიღმა

„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ უკვე მერვედ უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.

2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია,“ რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. რადგან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე, წინდები კი დაუნის სინდრომის სიმბოლოდ იქცა. მათი ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები.

სტუმრები: გიგო შიუკაშვილი – საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი, ინგა სარჯველაძე – საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გამგეობის წევრი. ნათია ქუტიძე – საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.