პიკის საათი - არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ფორუმი ეროვნულ სასახლეში
პიკის საათი - არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ფორუმი ეროვნულ სასახლეში
  • 2020 წლის 4 დეკემბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VII  ფორუმს ონლაინ რეჟიმში ჩაატარებს. ღონისძიების მიზანია საქართველოში არაფორმალური განათლების გაძლიერება და ხელშეწყობა.
  • ფორუმის მონაწილე ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეცნონ, როგორც დარგის უახლეს ტენდენციებს სასწავლო მიმართულებების მიხედვით, ასევე მეთოდურ სიახლეებს სამოქალაქო განათლების, პროფესიული ორიენტაციის, სახელოვნებო და საგნობრივი მიმართულებების არაფორმალური აქტივობების კუთხით
  • საქართველოს არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ფორუმი  2014 წლიდან ტარდება და მასში საქართველოს  40-ზე მეტი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაცია მონაწილეობს.

 

რესპონდენტები: ლევან დვალი – ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი; თიკა რუხაძე – ეროვნული სასახლის დირექტორი; თამარ მესხიძე – აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი.

ავტორი: ელენე ტუშური

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: