„მე-16 ელემენტი“ ახალგაზრდული ინიციატივაა, რომელიც საერთო ღირებულების მქონე, თუმცა, სრულიად განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს.
პლატფორმის სახელწოდება ინსპირირებულია გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნით – მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება. ანალიტიკური პორტალი შექმნილია „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისათვის“ ფარგლებში.
„ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სივრცე, სადაც გავიხსენებთ, გავაანალიზებთ, ახალ ამოცანებს დავისახავთ, უფრო რეალისტურები გავხდებით და უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით ახალგაზრდებს კონფლიქტებზე, კონფლიქტების შემდეგ ცხოვრებასა და ადამიანურ ისტორიებზე“
პლატფორმა ღიაა ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის, ვისაც თემის ირგვლივ საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნება სურს.
სტუმრები: რუსუდან ეფაძე, ელეონორა ჭანია და მარი მჭედლიშვილი – „მე-16 ელემენტის“ წარმომადგენლები.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: