პიკის საათი - ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი
პიკის საათი - ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი

დაარსდა ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი, რომელიც ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული ელინისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ალექსანდრე ალექსიძის სახელს ატარებს.

ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ-ბერძნული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების განვითარებას საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მთარგმნელობითი და სახელოვნებო მიმართულებით.

ფონდის საპატიო პრეზიდენტია თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი,  თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი.

სატელეფონო ჩართვა: თათია მთვარელიძეალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდის დამფუძნებელი; პოეტი; მთარგმნელი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: