პიკის საათი - მერაბ ბერძენიშვილი „ქართველი მიქელანჯელო“
პიკის საათი - მერაბ ბერძენიშვილი „ქართველი მიქელანჯელო“

10 ივნისს მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 91 წლის გახდებოდა.

მერაბ ბერძენიშვილზე ფილოსოფოსი და კულტუროლოგი მოისეი კაგანი წერდა: „ქართველი კაცი მოქანდაკის ქმნილებაში მომეტებული სიმძაფრით გრძნობს რაღაც თავისას, თანახმიერს, მშობლიურს; თუმცა, საქართველოში ჩამოსული უცხოელიც ამ ქმნილებებს აღიქვამს არა როგორც ეგზოტიკურ-ეთნოგრაფიულ პერსონაჟებს და მოვლენებს, არამედ როგორც მისდამი მიმართვას, მასთან გამართულ დიალოგს… ჩემი აზრით, ეს ყოველივე იმიტომ ხდება, რომ მერაბ ბერძენიშვილი არა მხოლოდ ნიკოლოზ კანდელაკის მოწაფეა, არამედ მიქელანჯელოს მოწაფეც არის. ჰოდა, მზად ვარ, მერაბ ბერძენიშვილს ვუწოდო „ქართველი მიქელანჯელო“ და მე ამ დასკვნას მკარნახობს მონუმენტური ქანდაკების ბუნების წვდომა და ის როლი, რომელსაც ბერძენიშვილის შემოქმედება ხელოვნების ამ დარგის ისტორიაში თამაშობს.“

სატელეფონო ჩართვა: გია ჯანბერიძე – არქიტექტორი; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: