1) „უღრუბლო ცას“ – ზაზა ხუციშვილის სიმღერა ჰოლივუდის საპრემიერო ფილმში
„ეს ამბავი ასე დაიწყო: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორი კვირის თავზე დავწერე საპროტესტო სიმღერა „რუსი ჯარისაცი,“ სადაც პირდაპირ ბავშვის მკვლელებად მყავს მოხსენიებული. გიორგი ებრალიძემ სახელდახელოდ, არსებული დოკუმენტრი მასალისგან შემიკრა კლიპი და ბიბი კვაჭაძემ დამიმზადა ინგლისური სუბტიტრები. ავტვირთეთ და ცოტა ხანში დამიკავშირდა ნაცნობი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელმაც ეს სიმღერა მეგობარ მუსიკოსს მოასმენინა და უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი სიმღერის ჩაწერის სურვილიც გაჩნდა. დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ პროექტი მოულოდნელად შეჩერდა. ორი თვის წინ…“
️სტუმარი: ზაზა ხუციშვილი – მუსიკოსი; შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის წევრი.
2) განათლება ქანდაკებასთან ერთად
ქანდაკებაში გაცოცხლებული გმირები მხატვრული ლიტერატურიდან და ისტორიიდან.
ბავშვის ხელით პლასტიკაში გაცოცხლებული სიუჟეტები თანატოლების გარემოცვაში – ლიტერატურისა და ქანდაკების სინთეზი მოზარდებისთვის.
️ სტუმარი: ირაკლი ჟვანია – მოქანდაკე.
3) ერთადერთი მყვინთავი არქეოლოგი ქალი საქართველოში
სტუმარი: მადონა მშვილდაძე – არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი; ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ფონდების მცველი; ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული პედაგოგი; მყვინთავი არქეოლოგი.
4) ლექსო აროშიძის „სახლი მწვანეში“
ახალგაზრდა როკ-მუსიკოსი თავის გაპარტახებულ მამულში ჩადის; იდუმალი ხმა შთააგონებს მას რომ არ მიატოვოს ეს მხარე. ქალაქში დაბრუნებული გაიცნობს გოგონას, რომელიც გერმანიაში სამუშაოდ აპირებს წასვლას, ხოლო მუსიკოსი დროებით იცვლის პროფესიას, და აქ იწყება ის სულიერი კატაკლიზმები რომელიც ბოლომდე გასდევს რომანს.
რესპონდენტი: ლექსო აროშიძე – მუსიკოსი; მწერალი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: