პიკის საათი - 15.05.2024
პიკის საათი - 15.05.2024

1) ფრაგმენტები

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არის არამც კულტურული დაწესებულება, არამედ ჩვენი ეროვნული თავშესაფარი“ – ქშწკგ საზოგადოების გამგეობის 1904 წლის ანგარიშიდან.

15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების დღე აღინიშნება.

როცა ეს საზოგადოება ბოლშევიკურმა რეჟიმმა იმსხვერპლა, მისმა მამოძრავებელმა იდეამ თვითონაც უმძიმესი განსაცდელის წინაშე მდგარ ქართულ უნივერსიტეტს შეაფარა თავი. თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწის, გრიგოლ ლორთქიფანიძის სიტყვებით, „წერა-კითხვის საზოგადოების მიერ შენახული ნაპერწკლიდან ჩვენი უნივერსიტეტისა და სხვა ამგვარი დაწესებულების მიერ გაჩაღდა ქართული კულტურული შემოქმედების ძლიერი ცეცხლი, რომლის ჩაქრობას ამიერიდან ვეღარ შეძლებს ვერანაირი დროებითი უამინდობა, ვიანიდგან მისი დარაჯობა ნაკისრები აქვს მთელ ქართველ ხალხს.“

ავტორი: ეკა ტალახაძე.

 

2) „ჭირის მეგობარი“

„ჭირის მეგობარი“ – ასე ჰქვია ლუკა ხატიაშვილის სადებიუტო წიგნს. მასში თავმოყრილი მოთხრობების მთავარი გმირები კი თავად გვიყვებიან საკუთარ თავზე – ლაღად, მარტივად, გულწრფელად და იუმორით.

წერს პატარ-პატარა მოთხრობებსა და ჩანახატებს, საკუთარ თავზე საუბარი არ მოსწონს, თუმცა საკუთარ ნაწერში გვანდობს მთავარ სათქმელს.

რესპონდენტი: ლუკა ხატიაშვილი – მწერალი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) ექთანი – მედიატორი ექიმსა და პაციენტს შორის

ფუნქციები და უნარები, რომელსაც პროფესიონალი ექთანი უნდა ფლობდეს და მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნის ექთნები დგანან.

სტუმარი: ნატა ხმალაძე – ექთანი, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის სასწავლო ხელმძღვანელი.

 

4) რუსთაველის გზით საკლასო ოთახებში დაბრუნებული მშობლები

მშობლები და შვილები ერთ საკლასო ოთახში ერთი გაკვეთილისათვის – „ვეფხისტყაოსანი“

„მანანა მასწავლებელმა გვკითხა გვახსოვდა თუ არა „ვეფხისტყაოსანი“ და რას ვფიქრობდით ჩვენს შვილებთან ერთად გაკვეთილში მონაწილეობაზე. ცოტა შევშინდი და უნდა გამოვტყდე, რომ დავჯექი და ტექსტი გადავიმეორე. ეს იყო სრულიად განსაკუთრებული გაკვეთილი. მონუსხულები ვისხედით“, – მაკა ტეტელაშვილი.

„მთავარია, რომ გადაშალო და პირველივე სტრიქონებიდან გააზრებულად წაიკითხო. მერე უკვე ინტერესში შედიხარ. არ მინდოდა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ დამთავრებულიყო“, – ქეთი აბრამიშვილი.

154-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მანანა კიკნაძემ X კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები „ვეფხისტყაოსანზე“ სასაუბროდ შეკრიბა.

„ყოველთვის წარმომედგინა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ძალიან ლამაზი თაიგულია, სადაც თითოული ყვავილი ნარჩევი და სურნელოვანია. მაგრამ მათ შორისაც კი ავთანდილის ანდერძი განსაკუთრებულია“, – თინათინ შავიძე.

„ახლაც მაქვს ჩემი საყვარელი ადგილები „ვეფხისტყაოსანში“, რომელსაც ლოცვასავით ვკუთხულობ, ან სიმღერასავით წავიღიღინებ ხოლმე“, – ეკატერინე შავიძე.

სტუმრები: უმცროსი თაობა – 154-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები თინათინ შავიძე და ქეთი აბრამიშვილი; უფროსი თაობა – ეკატერინე შავიძე და მაკა ტეტელეშვილი.

 

5) „ჩერნობილის ლოცვა“ გრიბოედოვის თეატრში

„დოკუმენტურ დრამა სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის მიხედვით. სცენაზე ამ კატასტროფის შემსწრე და მონაწილე ექვსი გმირი ქალის ისტორია ცოცხლდება. ჩვენ კი კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ ტოტალიტარული მანქანა, როგორ სასტიკად და დაუნდობლად ანგრევს ადამიანების ცხოვრებას!“

სტუმარი: ნინა კალატოზიშვილი – მსახიობი, რეჟისორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: