პიკის საათი - 30.11.2022
პიკის საათი - 30.11.2022

1) ბესო ბეჟიტაშვილი

ღიმილიანი, ენერგიული, ხმაურიანი, „დილის პოზიტივი“ – ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

რესპონდენტი: ბესო ბეჟიტაშვილი – შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) „კენჭები“

ზაირა არსენიშვილის დაბადებიდან 89 წელი გავიდა. „კენჭები“ ასე ჰქვია ქართველი მწერლისა და სცენარისტის მოთხრობების ერთ-ერთ კრებულს და კენჭებივით პატარაა ის ამბები, რომლებიც საქართველოს რადიოს არქივში მიმოაბნია ავტორმა.

პირადი მოგონებები და შემოქმედება, რომელმაც გარდა ამ ამბების არეკვლისა, თამაზ ჭილაძის თქმით, „პირუთვნელად აღწერა ეპოქა.“
გამოყენებულია ფრაგმენტები გადაცემა „ხაზის რადიოს“ (წამყვანები ეკა ტალახაძე და თამარ დადიანიძე) 2013 წლის ჩანაწერიდან.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) როგორ მოვუაროთ თმას ზამთარში?

ზამთარში თმა განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ვიტამინების ნაკლებობა, თმის საშრობი, სიცივე, ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა და ზამთრის თანმხლები დეპრესიული განწყობაც კი თმაზე ზემოქმედებას ახდენს. ამიტომ თმა ცვენას იწყებს, იყოფა და უსიცოცხლო ელფერი ედება.

თმის ცვენის მკურნალობა კი დამოკიდებულია პირველ რიგში გამომწვევ მიზეზზე და არსებულ მდგომარეობაზე.

რესპონდენტი: თეონა გველესიანი – დერმატო-ვენეროლოგი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

4) ქალები XIX საუკუნის საქართველოდან – ეკატერინე გაბაშვილი 

პიკის საათი“ და თბილისის მუზეუმების გაერთიანება წარმოგიდგენთ შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრათა ციკლს XIX საუკუნეში დაწყებულ ქალთა მოძრაობის ისტორიის ქართულ მაგალითებზე.

იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან და თამამადაც აკრიტიკებდა მას; იღწვოდა ქალთა შორის განათლების გავრცელებისა და მათი თანასწორუფლებიანობისთვის, ხშირად აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს ქალთა საკითხებზე;

ხელს უწყობდა საბავშვო ჟურნალების, სახალხო ბიბლიოთეკების დაარსებას, პოპულარიზაციას უწევდა ქართულ თეატრს; იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი „ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებისა“, რომლის მეშვეობითაც 1895 წელს საკუთარ სახლში ჭრა-კერვის სკოლა გახსნა, სადაც ღარიბ და ობოლ გოგონებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვასა და ხელსაქმეს. ეს ეკატერინე გაბაშვილია – მწერალი, ფემინისტი და საზოგადო მოღვაწე.

სტუმარი: მაკა კვარაცხელია – თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის კურატორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) ახალგაზრდა ქართველი მწერალი ამერიკის ლიტერატურულ მექად წოდებულ „აიოვა სითიში

– უცხოელი აუდიტორიისათვის  მომზადებული ესსე  ძველ ქართულ ლიტერატურასა და ექვთიმე მთაწმინდელზე

– მწერალი, რომელმაც პოეზიაშიც მოსინჯა კალამი და მისი ლექსი Voice & Verse Poetry Magazine-ში დაიბეჭდა

– ავტორი, რომელსაც მალე ბენგალურ ენაზეც გაეცნობიან

სტუმარი: ნანა აბულაძე – მწერალი; წინანდლის პრემიის ნომინანტი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

6) „უი“ – ტექნოლოგიური ტყუილ-მართალი

ბრაუზერის პირადი/ინკოგნიტო ფუნქცია ანონიმურობა განიჭებთ“, „დაარეფრეშე“ და „აჩქარდება“, „სმარტფონის გამოსხივება კიბოს იწვევს“, – ტექნოლოგიური მითები.

რესპონდენტი: ავთანდილ მღებრიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: