პიკის საათი - 30.10.2023
პიკის საათი - 30.10.2023

1) ალექსანდრე ზაზარაშვილის სადებიუტო ალბომი და პირველი კონცერტი ნიუ-იორკში

ალექსანდრე ზაზარაშვილის პირველი სოლო კონცერტი ნიუ-იორკში 5 ნოემბერს შედგება.

კონცერტზე მომღერალი სადებიუტო ალბომიდან საავტორო სიმღერებს შეასრულებს.

რესპონდენტი: ალექსანდრე ზაზარაშვილი – მომღერალი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

 

2) „შემოდგომის ლეგენდა“ დაიწყო

2023 წლის „შემოდგომის ლეგენდის“ ფინალისტები:

1. შაკო ბრეგაძე „გლახოს ნაამბობი“ (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი);

2. ნატალია გაბეცაძე „მკითხავი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

3. გურო დავითლიძე „პასკა და მოპარული ვარდები“ (ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტი);

4. თამარ თავბერიძე „შურისძიება“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი);

5. გიორგი კაპანაძე Amiranus Unbound (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

6. თორნიკე ლელაშვილი „სააკაძის და ქოშიგორისა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

7. თინათინ ლობჟანიძე „სიძველეების მოყვარული“ (თავისუფალი უნივერსიტეტი, წერის არქიტექტურის გამარჯვებული);

8. ანანო შალამბერიძე „პი-24“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

9. ლუკა ჭყოიძე „ციფრული აღსარება“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

10. გურამ ხარშილაძე „ოქროს კბილი“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

 

3) „რადიოგიდი“ საბავშო მწერალ ირმა მალაციძეს ესტუმრა

ნახატები, თოჯინების და ჩაიდნების კოლექცია, სამკაულები და ყვითელი ვარდების ბაღი, მწერალმა საკუთარი ზღაპრული გარემო დაგვათვალიერებინა.

რესპონდენტი: ირმა მალაციძე – ქართველი საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი; მთარგმნელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

4) რა არის პრეშფუდი?

აპლიკაცია, საიდანაც მოახერხებ საცხობებში, კაფეებში თუ რესტორნებში შემორჩენილი საკვების შეძენას 70%-მდე ფასდაკლებით;

გასინჯავ გემრიელ საკვებს;

ხელს შეუშლი საკვების გადაყრას;

წვლილს შეიტან პლანეტის გადარჩენაში.

სტუმარი: რატი დანელია – პრეშფუდის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

წამყვამი: მარიამ ჩოჩია.

 

5) ლილი გეგელია – 100  

6 ნოემბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გამოჩენილი ქართველი მომღერლის ლილი გეგელიას 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება!

ლილი გეგელიამ უდიდესი წვლილი შეიტანა, ქართული ესტრადის განვითარებაში, მან ძალზედ საინტერესო, ძიებებით სავსე შემოქმედებით, ახალი ფურცელი ჩაწერა ქართული სასიმღერო ჟანრის ისტორიაში და დღემდე თაობები მღერიან მის მიერ შესრულებულ სიმღერებს.

საიუბილეო კონცერტში სხვადასხვა თაობის მომღერლების მიერ გაჟღერდება ლილი გეგელიას ის სიმღერები, რომლებიც მსმენელს, დღემდე განსაკუთრებულად უყვარს.

სტუმარი: ნია ბახტაძე – მუსიკისმცოდნე, საღამოს იდეის ავტორი და წამყვანი,

ნეკა სებისკვერაძე – საღამოს ორგანიზატორი „თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: