პიკის საათი - 29.10.2024
პიკის საათი - 29.10.2024

1) „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ – კვებითი არჩევანი

„კვება ყოვეთვის სიცოცხლესთანაა დაკავშირებული. კვება სასიცოცხლო მოთხოვნილებაა და კვების გარეშე არ არის სიცოცხლე. ამ დროს, არჩევანი ეს არის თავისუფლება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა თავისუფლებაა და ავადმყოფობა – შეზღუდული თავისუფლება, მაშინ გამოდის, რომ კვებითი არჩევანი არის სიცოცხლის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი თავისუფლება“, – მარი მალაზონია.

ავტორი: მარი მალაზონია – ნუტრიციოლოგი; პროფესორი.

 

2) ბორჯომის თოჯინების თეატრის საერთაშორისო წარმატება

სტუმარი: ნიკოლოზ საბაშვილი – თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების ხელმძღვანელი.

 

3) „მენტალური შაბლონები“ – გზამკვლევი წარმოსახვით და რეალურ სამყაროს შორის

„მხოლოდ ჩაქუჩით აღჭურვილი კაცი უყურებს ყველაფერს როგორც ლურსმანს. სხვა კი, რომელსაც უამრავი ირაღი აქვს, ბევრ გამოწვევას უმკლავდება“.

„1+1 ყოველთვის არ არის 2. ორი ცოდნის შეერთებით გაცილებით მეტ სარგებელს იღებს ადამიანი“.

„თუ საგანს ისე მასწავლი, რომ ამ ცოდნას ეზოში გამოვიყენებ, მაშინ ყველაფერი რიგზეა“.

სტუმარი: ჯაბა დიხამინჯია – წიგნის „მენტალური შაბლონები“ ავტორი, საინვესტიციო ფონდის „ფაგუ“ თანადამფუძნებელი, ეკონომისტრი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: