1) სამყარო ქართველი ბარიტონის ობიექტივში
„ქალი აივანზე“ და „გუდამაყარი“ ასე ჰქვია ორ ფოტოსურათს, რომელიც ქართველ საოპერო მომღერალ გოჩა აბულაძეს ეკუთვნის და ჩელსიში მანჰეტენზე ერთი კვირის განმავლობაში გამოიფინა. ეს მისი მხრიდან საკუთარი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის ჩვენების პირველი მცდელობა იყო.
სიმღერისგან თავისუფალ დროს გოჩა აბულაძე ფოტოხელოვნებას უთმობს.
რესპონდენტი: გოჩა აბულაძე – საოპერო მომღერალი (ბარიტონი).
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
„ასეთი ფესტივალები მრავალფეროვნებისთვისაა მნიშვნელოვანი. შეიძლება წიგნი არ შეიძინო, მაგრამ მიხვიდე, დაათვალიერო და საინტერესო ადამიანებს უსმინო“, – თამარ ლებანიძე.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს ოცდამეხუთედ ჩატარდა.
სტუმარი: თამარ ლებანიძე – საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
3) „მართვე“ 45 წლისაა
45 წლის წინ, მაშინ როდესაც ქართველი ბავშვები ხალხურ სიმღერას არ მღეროდენ, შეიქმნა ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე“.
ანსამბლი „მართვე“ 31 მაისს ქალაქ ოზურგეთში 45 წლის იუბილეს აღინიშნავს. ღონისძიება ალექსანდრე წუწუნავს სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ტარდება და „მართვეს“ დამაარსებელს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ეძღვნება.
სტუმრები: მიხეილ ჯავახიშვილი, ვალერი ქუტიძე, დავით შანიძე, ვახო ლაშხი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: