პიკის საათი - 29.03.2024
პიკის საათი - 29.03.2024

1) ნაზამთრალი ყვავილების გაზაფხული

რესპონდენტი: ნანა ბიძინაშვილი – მოყვარული მებაღე.

 

2) „ფარდის მიღმა“ – თეატრის საერთაშორისო დღე

ჟურნალი „თეატრის“ 2024 წლის პირველი ნომრის პრეზენტაციისა და თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დაჯილდოების დეტალები.

რესპონდენტი: თაკო ადამია – ჟურნალ „თეატრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

 

3) „პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით“

„სერიის გამოცემა ორი ახალი წიგნით „ნიკოლა ტესლა“ და „ასტრიდ ლინდგრენი“ დავიწყეთ. წიგნებში აღწერილია, თუ როგორი ბავშვობა ჰქონდათ ცნობილ ადამიანებს, რაზე ოცნებობდნენ და რამხელა შრომისა და ძალისხმევის შედეგად აქციეს ბავშვური ოცნებები დიდ მიღწევებად. გამოცემები შექმნილია სხვადასხვა წარმატებული ადამიანის მაგალითზე პატარებისთვის მოტივაციის გასაზრდელად და წასახალისებლად. სერიის ავტორია ესპანელი მწერალი მარია სანჩეს ვეგარა“.

სტუმარი: თამარ კაკუბავა – სერიის „არტანუჯი ბავშვებისთვის“ მიმართულების ხელმძღვანელი.

 

4) „ფარდის მიღმა“ – ახალგაზრდა რეჟისორის განსხვავებული ხედვა

„ენისადმი ინტერესი არის, ალბათ, ყველაზე ძლიერი ინტერესი, რაც ახლა მამოძრავებს და თეატრიც, პირველ რიგში, ჩემთვის არის ენის საკვლევი ინსტრუმენტი, რომელიც სულ სხვანაირად იკვლევს ენას. თეატრი ენას იკვლევს არა როგორც დაწერილ ტექსტს, არამედ როგორც წარმოთქმულ სიტყვას აქ და ახლა, აწმყოში. ამ ფიქრებით ქართულ ენასთან შეჯახება აღმოჩნდა ძალიან საინტერესო.“

სტუმარი: გიორგი ჯამბურია – რეჟისორი.

 

5) „პროფესია ექიმი – ემოციების გამოფენა“

„ჩემთვის ექიმის პროფესია ყოველთვის პატივსაცემი იყო, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო მათთან მუშაობა გახლდათ, იმიტომ, რომ მე არ ვიყავი პაციენტი, მათთან გულისფანცქალით არ შევდიოდი, ვაკვირდებოდი მათ ურთიერთობას პაციენტებთან და აღფრთოვანებული დავრჩი“.

სტუმარი: ნათელა გრიგალაშვილი – ფოტოხელოვანი;

ლევან ჩიკვაიძე – „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დიექტორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: