პიკის საათი - 27.09.2024
პიკის საათი - 27.09.2024

1) წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ქართველია   

რესპონდენტი: გვანცა ჯობავა.

 

2) თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ლიტერა“ გაიხსნა

რესპონდენტი: ნატაშა ლომოური – ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

 

3) ორი რომანი კავკასიიდან – გურამ ოდიშარიას „პრეზიდენტის კატა“ და დაურ  ნაჭყებიას „ღამის ნაპირი“ Amazon-ზე

მწერლებმა გურამ ოდიშარიამ და დაურ ნაჭყებიამ „პრეზიდენტის კატა“ და „ღამის ნაპირი“ ერთი ყდის ქვეშ გააერთიანეს, სადაც წიგნის მოქმედი პირები რეალური ადამიანები არიან.

ეს არ არის პირველი მცდელობა მსგავსი ლიტერატურული დიალოგისა, ომით გაყოფილ სოხუმელ მწერლებს შორის, რომელბსაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და რომლის შენარჩუნებაც ომის შემდგომაც შეძლეს.

რესპონდენტი: გურამ ოდიშარია – მწერალი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

4) ეკა ტალახაძის საავტორო რუბრიკა „ფრაგმენტები“ გალაკტიონ ტაბიძის უცნობი ჩანაწერი

ეკა ტალახაძის საავტორო რუბრიკაში „ფრაგმენტები“ მოისმენთ ფრაგმენტებს გალაკტიონ ტაბიძის ნაკლებად ცნობილ ჩანაწერიდან და ფრაგმენტებს სოხუმელი პოეტის, რობერტ მესხის თითქმის 20 წლის წინანდელი ინტერვიუდან.

„ვდუმვართ.

დუმილი ვასწავლეთ ყველაფერს:

გაბზარულ ჭიქებს,

წვიმიან ფანჯრებს,

ეჭვიან საათებს…

მხოლოდ ნიჟარები გვახსენებენ,

ღამეს რომ სანთლები აკლია,

სუნთქვას რომ სიხშირე აკლია,

პალმებს რომ წყალი აკლია,

და ჩვენ – ერთმანეთი“.

 

5) „ომში არ წახვიდე!“ – ინტერვიუ თამრიკო დეკანოსიძესთან

„თბილისში რომ ჩამოვფრინდი, ზუსტად იმ ღამეს სანგარში, სადაც სუხია და ლევან აბაშიძე იყვნენ ჩასაფრევბულები, აფხაზებმა ყუმბარა ჩააგდეს და ეს ბიჭები დაიღუპნენ. ვნანობ რომ ლევან აბაშძის და სუხიას კადრი არ მაქვს, იმის გამო რომ მათ დავუჯერე და არ გადავუღე“.

„ჩემთვის სოხუმი არის ყველაფერი ერთად, ის სანაპირო, ის პორტი, ის აეროპორტი, სადაც ორბის თვითმფრინავი დღემდე დგას… ახლაც მცემს სუნი ქვიშაზე მოდუღებული იმ ყავის, რომლის მსგავსიც არსად არის, ალბათ გარემო უქმნიდა ამ გემოებს ყველაფერს, რაც იქ იყო. როგორ შეიძლება სოხუმი დამავიწყდეს? ალბათ ცხოვრება უნდა დამავიწყდეს, მე რომ სოხუმი დამავიწყდეს“.

რესპონდენტი: თამრიკო დეკანოსიძე – ჟურნალისტი.

 

6) როგორი აფხაზეთი გვახსოვს?

სტუმარი: ვიკა შარია – ტურიზმის ექსპერტი.

 

7) ალისა ფარულავა – „რანინას“ ხმა აფხაზეთიდან 

სტუმრები: ალისა ფარულავა, გიორგი კობახიძე – ანსამბლ „შავნაბადას“ წევრები.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: