პიკის საათი - 27.06.2024
პიკის საათი - 27.06.2024

1) დღეიდან კიდევ ბევრი იტყვის სიტყვას: გეორგიენ

„ბერლინ-მოაბიტის უბანში, ყველა კაფე-ბარ-რესტორნის ეკრანზე თურქეთი ჩეხეთის თამაში იყო ჩართული. პორტუგალიის თამაშს არ ვუყურებთო – გვპასუხობდნენ ყველგან, საქართველოს არც კი ახსენებდნენ, თითქოს პორტუგალია მარტო თამაშობდა. მხოლოდ ერთმა რესტორანმა შემოგვთავაზა, დარბაზში გვაქვს დიდი ეკრანი და ჩაგირთავთ, თუ შიგნით დასხდებითო. ოთხნი ვისხედით მთელ დარბაზში. მიმტანი გოგო ლიბანელი იყო, ბიჭი – თურქი. ჩვენთან ერთად კიოდნენ გატანილ ბურთებზე. დღეიდან საქართველო მათაც იციან. ბევრისთვის გახდება ბერლინში ნაცნობი გვარები: კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი…“

რესპონდენტები: ბელა ჩეკურიშვილი, შორენა ლებანიძე – მწერლები.

 

2) ჰიმნი, როგორც სამშობლო!

საქართველოს ჰიმნის ახალი ვერსია, რომელიც „მესამე კლასის ქართულის სახელმძღვანელოსთვის“ შეიქმნა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიეძღვნა.

„ეს გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კარგად გააზრებული, ინოვაციური სახელმძღვანელო, რომლის შესაქმნელად საბავშვო ლიტერატურის ასობით შედევრი გადაიხედა, ადაპტირდა, გადაიწერა კომიქსებად, ითარგმნა, გახმოვანდა დავით ხოსიტაშვილისა და ნინო ჯანჯღავას „საავტორო სტუდიაში“ და დაიხატა ცნობილი ილუსტრატორების მიერ“.

სტუმარი: თინათინ კუხიანიძე – წიგნის ავტორი.

რესპონდენტები: ნინო ჯანჯღავა – კომპოზიტორი; მუსიკოსი; ჰიმნის ამ ვერსიის ავტორი,

თათია დარსანია – მომღერალი.

 

3) პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

„ჩვენ ერთ-ერთ მთავარ როლში აღმოვჩნდიით ტურნირზე, სადაც ჩვენ ვართ დებიუტანტები. რა გუნდებს ვაჯობეთ წარმოგიდგენიათ? ევროპის 16 საუკეთესო გუნდში ვართ“.

რესპონდენტი: გიგა გვენცაძე – კომენტატორი.

წამყვანი: ელენე ბილიხოძე.

 

4) „იავნანამ რა ჰქმნა“

პრემიერა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში.

„გოჩა კაპანაძესთან თამაში, თუნდაც ეპიზოდურ როლში, მესხიშვილის თეატრის პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ეს იყო დიდი გამოწვევა“, – დათო ლიკლიკაძე.

რესპონდენტი: დათო ლიკლიკაძე – მსახიობი, ჟურნალისტი, ტურისტული გიდი.

 

5) საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია

„მამაცი ქართველები ემზადებიან შეუძლებლის შესაძლებლად“ – სპორტს იმიტომ ვუყურებთ, რომ ეს არის დავითის და გოლიათის დაპირისპირება და სადღაც დავითმა უდნა გაიმარჯვოს“.

„გულის სიღრმეში მქონდა იმედი, რომ საქართველო მოიგებდა, მაგრამ ეს იყო ცარიელი ოპტიმიზმი, რომელსაც არაფერი ამაგრებდა. ეს ოპტიმიზმი გაამაგრა მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელაის გოლმა, მატჩის მსვლელობისას გიორგი მამარდაშვილმა, მერე ლოჩოშვილის კარგმა მოქმედებამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში და თერთმეტმეტრიანმა, რომელიც მიქაუტაძემ გაიტანა“.

რესპონდენტი: ნიკა ლობილაძე – პირველი არხი სპორტის პროდიუსერი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: