პიკის საათი - 27.02.2023
პიკის საათი - 27.02.2023

1) მანანა დოიჯაშვილის ხსოვნისთვის

მანანა დოიჯაშვილის მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას უკავშირდება, ამ პერიოდში მან წარმატებულ პიანისტთა თაობები აღზარდა.

26 თებერვალს კი მისი ნამოწაფარის, კონცერტმაისტერის სოფო ოდიშარიას ორგანიზებით გაიმართა კამერული მუსიკის საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, რომელიც მანანა დოიჯაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

რესპონდენტები: თამარ საყვარელიძე – კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის ფორტეპიანოს პედაგოგი, სოფო ოდიშარია – პიანისტი; კონცერტმაისტერი, თეა ბახტაძე – ალტისტი, დიმიტრი ქოქოშვილი – კლარნეტისტი, ელენე ჩხარტიშვილი – მევიოლინე.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „უძებნი შვილი“ – წიგნი ძიებებისა და მიგნებებისა

გერმანელი ფოტოგრაფის, მაქსიმილიან გიოდეკეს სტუმრობა საქართველოში და მისი თვალით დანახული ბესიკ ხარანაული პოეტის ახალი წიგნის შედგენის იმ პროცესს დაემთხვა, როცა შემოქმედებითი ჯგუფი ყდის დიზაინს არჩევდა.

შემდეგ კი ყველაფერი ისე მიზეზ-შედეგობრივად დალაგდა, როგორც „წიგნების ბედის ღმერთს“ სჩვევია ხოლმე – თავად ყდა მივიდა რედაქტორებთან. წიგნში კი „ღმერთი ეძებს შვილს და პოულობს მას ნაგავსაყარზე“, მაგრამ ვინ არის უძებნი შვილი, ან ის სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი, რომელთა ფლოქვების ხმას აჰყოლია სტრიქონები?! ეს მკითხველის გადასაწყვეტია, რომელსაც 27 თებერვალს მწერალთა სახლში ბესიკ ხარანაულთან და მის მეტაპოეტურ წიგნთან „უძებნი შვილი“ შეხვედრის შესაძლებლობა ექნება.

რესპონდენტი: მელანო კობახიძე – წიგნის რედაქტორი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) რა არის აღდგენითი მართლმსაჯულება?

აღდგენითი მართლმსაჯულების იდეა განვითარებულ, დემოკრატიულ სამყაროში ნელ-ნელა იძენს აღიარებას.

აღდგენითი მართლმსაჯულება ტრადიციულ სისხლის სამართლის მეთოდებთან შედარებით გვთავაზობს დანაშაულთან ბრძოლის განსხვავებულ გზას, რომელიც მსხვერპლის, დამნაშავისა და მათი თემის საჭიროებებს ითვალისწინებს.

აღდგენითი მართლმსაჯულება გულისხმობს სამართლის იმგვარ აღსრულებას, როდესაც ზიანის ანაზღაურება და დანაშაულის გამოსწორება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის დიალოგის საფუძველზე  ურთიერთგაგებისა და შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

აღდგენითი მართლმსაჯულების მთავარი ღირებულებებია: სამართალი, სოლიდარობა და ანგარიშვალდებულება, ადამიანის ღირსების პატივისცემა და სიმართლე.

სტუმრები: ლევან დარბაიძე – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, კავკასიის უნივერსიტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი,

მაია ჩოჩუა – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის გამგეობის წევრი, Dai Global საკონსულტაციო კომპანიის მრჩეველი მართლმსაჯულების და მმართველობის საკითხებში

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „პოსტკოლონიალური ეკოკრიტიციზმი ახალ ქართულ ლიტერატურაში“

იაპონელმა ქართველოლოგმა ჰაიატე სოტომემ  იაპონურ ენაზე გამოსცა წიგნი „პოსტკოლონიალური ეკოკრიტიციზმი ქართულ ახალ ლიტერატურაში“, რომელიც ავტორის სადოქტორო დისერტაციის საფუძველზეა აგებული და იაპონიაში პირველი სამეცნიერო წიგნია ქართულ ლიტერატურაზე. წიგნში ძირითადი აქცენტი  მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე გაკეთებული.

წიგნის გარეკანზე დატანილია ქართველი მხატვრის, დეა სოსელიას ილუსტრაცია.

სტუმარი: ჰაიატე სოტომე – იაპონელი ქართველოლოგი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) გურია და ამერიკა ერთ საგამოფენო სივრცეში

„ყველამ, რომ თავის კუთხეს მიხედოს, ამით უფრო გავძლიერდებით“, – ირაკლი მახარაძე.

– ღვინის საცობებისაგან დამზადებული გურული ფირალები და გურული მოჯირითეები

– Papier mache (ქაღალდის ფიგურები) და საღებავის ფუნჯებზე აწყობილი პორტრეტები

27 თებერვლიდან 6 მარტამდე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ირაკლი მახარაძის პერსონალურ  გამოფენას უმასპინძლებს.

რესპონდენტი: ირაკლი მახარაძე – კინორეჟისორი, წიგნების ავტორი, მკვლევარი და მოყვარული მხატვარი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: