პიკის საათი - 26.10.2023
პიკის საათი - 26.10.2023

1) „ზაოდი“ ქუთაისში

26 ოქტომბერს, 17 საათზე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ელზა გურგენიძესთან გაიმართება შეხვედრა.

ელზა გურგენიძეს წიგნისთვის „ზაოდი“ პრემია „საბა“ გადაეცა ნომინაციაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.

სატელეფონო ჩართვა: ელზა გურგენიძე – მწერალი.

 

2) ეზიდები საქართველოში

2023 წლის 26 ოქტომბერს „კავკასიურ სახლს“ სტუმრად ეწვევა გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ეზიდოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი ფირბარი, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას „ეზიდები საქართველოში: ისტორია, რელიგია, იდენტობა“. საჯარო ლექცია დაიწყება 17:00 საათზე.

სტუმარი: დიმიტრი ფირბარი – გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ეზიდოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

 

3) ფარდის მიღმა  –  „მაჭანკალი“ პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნატო გაბუნიას საბენეფისოდ ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილ პიესას „მაჭანკალი“ ამჯერად სცენაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი გააცოცხლებს.

რესპონდენტები: დიმიტრი ხვთისიაშვილი – დამდგმელი რეჟისორი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

გია მარღანია – ქორეოგრაფი;

მსახიობები: ნათია კუპატაძე, ვახტანგ ნოზაძე, ანა მღებრიშვილი.

 

4) „რა არის კოდინგი“

26 ოქტომბერს, 16:15 საათზე, MDF-ის მედიაწიგნიერების ფორუმი 2022 GlobalMILWeek-ის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მედიის განვითარების ფონდი კოდინგის სემინარზე გიწვევთ, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორიის დირექტორი სანდრო ასათიანი და ლექტორი, გიორგი კვარაცხელია გაუძღვებიან.

 

5) „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“

სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ მომზადდა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სახელმძღვანელო და მასწავლებლების გადამზადების მოდული.

პროექტი „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება.

სტუმარი: ნატო ინგოროყვა – სახელმძღვანელოს „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ავტორი.

 

6) თოჯინური ანიმაცია „ნიკალა“

„ნიკალა“ „დიორამა ფროდაქშენის“ პირველი ნამუშევარია, რომლის პრეზენტაცია 31 ოქტომბერს 16:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

თოჯინური ანიმაცია „ნიკალა“ ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებას განსხვავებულ ჭრილში ასახავს. ეს არის ისტორიის განსხვავებული ხედვა, რომელშიც მოქმედი პირები თოჯინები არიან. დიორამა კი არის სცენის მცირე ზომის მაკეტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი სახის გარემო შევქმნათ. ამ შემთხვევაში კი მოქმედება მთლიანად მორგებულია XIX-XX საუკუნის თბილისის ესთეტიკასა და სიტუაციას.

სტუმარი: ანი ჯობავა – ფილმის მონტაჟის რეჟისორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: