პიკის საათი - 26.06.2023
პიკის საათი - 26.06.2023

1) „ცოცხალი წიგნები“

„თავდაპირველად ემოცია იბადება, რაც მერე დიდ გამოცდილებად იქცევა. ნებისმიერი ავტორი, ვინც ასეთ ფორმატში ურთიერთოიბს მკითხველთან აუცილებლად მიიღებს იმ ცოდნას, რაც მისი განვითარებისა და საკუთარი ძალების მოსინჯვისთვისაა საჭირო“, – ნინო სადღობელაშვილი.

„ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში 26 ივნისს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება შეხვდეს პოეტს, პროზაიკოსს და დრამატურგს ნინო სადღოველაშვილს.

რესპონდენტი: ნინო სადღობელაშვილი – მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

2) „მთის საჩუქარი ბარს“

პანდემიის გამო 4 წელია ეს საღამო არ ჩატარებულა, წელს კი ამდენხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ გაიმარეთება საღამო „მთის საჩუქარი ბარს“. საღამოს ფორმატი უცვლელია და მთის ამბების მოყვარულთათვის საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული საღამო ნამდვილი საჩუქარი იქნება ბარისთვის.

„მთის საჩუქარი ბარს“ თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო მზიურის პარკში დღეს საღამოს გაიმართება.

რესპონდენტი: გელა დაიაური – საღამოს ორგანიზატორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

3) „მცხუნვარე მზე“

26 ივნისს, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ჰანკუკის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო პროექტის ფარგლებში მომზადებული კორეული მოთხრობების კრებულის „მცხუნვარე მზე“ წარდგენა გაიმართება.

26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხრეთ კორეული კულტურის სტუდენტური კლუბი ჰანკუკის უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს ოთარ ბერეჟიანს უმასპინძლებს.

რესპონდენტი: თამთა აბულაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის ლექტორი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) „მეამბოხე ახმეტელი“

რუსთაველის თეატრის სცენაზე დოკუმენტური ფილმის „მათ სხვა დრო წამოეწიათ“ ჩვენება გაიმართა. ფილმი საარქივო მასალებსა და ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა და 1937 წლის რეპრესიებს შეწირული სანდრო ახმეტელისა და რუსთაველის თეატრის მსახიობების ცხოვრებას მოგვითხრობს. ღონისძიება პროექტის, „მეამბოხე ახმეტელი“ ფარგლებში მოეწყო.

„ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეს ადამიანები სცენაზე დაბრუნდნენ. ძლიერი განცდა იყო. ეს ხომ ის სცენაა ამ ადამიანების მთელ ცხოვრებას რომ მოიცავდა“, – გიორგი მოლოდინაშვილი.

სტრუმრები: ია შერაზადიშვილი – რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი,

გიორგი მოლოდინაშვილი – რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) „იმშობლე“

იმშობლე ასე ჰქვია ონალინ პლატფორმას, რომელიც პოზიტიური მშობლობის მიდგომებს გვასწავლის. მხარდაჭერის მიზნით, ბავშვთა ფსიქოლოგებისა და ქცევის მეცნიერების მიერ შემუშავებული ეფექტური, არაძალადობრივი აღზრდის მეთოდებს მოიცავს პლატფორმა და მშობლებისთვის, ერთგვარ, დამხმარე საშუალებას წარმოადგენს.

პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა „მშობლების დედაენა“, ხელით მოხატული წიგნი, რომელიც ანბანის მიხედვით, გვიყვება ბავშვთა ძალადობის ფორმებზე.

წიგნში შეტანილი სავარჯიშოები კი ეხმარება მშობლებს დაფიქრდნენ, როგორია მათი ამჟამინდელი მიდგომა და რა შეიძლება შეცვალონ, რომ მთავარი ამოცანა შვილების კეთილდღეობა ჰარმონიულად განვითარდეს.

რესპონდენტები: მაია ქურციკიძე – გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი,

მეგი კავთუაშილი – ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დირექტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

6) „ინკლუზიური ცეკვის სწავლების მეთოდიკა“

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – „ქართული ცეკვა და სადადგმო ხელოვნება“ ახალი საგანი „ინკლუზიური ცეკვის სწავლების მეთოდიკა“ დაინერგა. სტუმდენტებს ინკლუზიური საცეკვაო სკოლა „ანისის“ ბაზაზე თეორიული ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. პროექტის მიზანი შშმ პირების სახელოვნებო სივრცეში ინტეგრაციაა. იდეა თეატრალურ უნივერსიტეტში დაიბადა. დროთა განმავლობაში პროექტი განვითარდა და ახლა უკვე სასწავლო პროგრამაში დაინერგა.

სტუმარი: ანა ღვინიაშვილი – ქორეოგრაფი, „ინკლუზიური ცეკვის სწავლების მეთოდიკის“ პედაგოგი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: