პიკის საათი - 26.02.2024
პიკის საათი - 26.02.2024

1) რადიოგიდი  ჩაის მუზეუმში 

ჩაის მუზეუმი გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, 15 ნომერშია განთავსებული. ამ სივრცეში არაერთი საინტერესო არტეფაქტის დათვალიერებას შეძლებთ, მათ შორის ქართული ჩაის შეფუთვების ისტორიულ კოლექციას, ქართული ჩაის 1900 წლის გამოშვების სრულიად ორიგინალურ ყუთებს.

ასევე, პარიზში მსოფლიო გამოფენაზე ქართული ჩაის მიერ მოპოვებულ მთავარ პრიზს და მისთვის ოქროს მედლის მინიჭების დამადასტურებელი საბუთის ერთადერთ ეგზემპლარს.

რესპონდენტი: შოთა ბითაძე – ჩაის მუზეუმის დამფუძნებელი; საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) კვებითი ჯანმრთელობის ანა-ბანა

მართალია, ორგანიზმს უნდა ვუსმინოთ, მაგრამ იქამდე მას უნდა ვასწავლოთ თუ რა არის სწორი.

საუზმეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საუკეთესო საუზმე კი ომლეტია, ბოსტნეულთან ერთად.

არასწორია ცალკეული პროდუქტების დემონიზაცია, მაგალითღად როგორიც არის პური, ცხიმი და ა. შ.

სტუმარი: ნაია ლატარია – ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი.

 

3) თვითრეალიზაცია და პერსონალური ბრენდი

რა არის პერსონალური ბრენდი, როგორია აუცილებელი ნაბიჯები სიცხადის მოსაპოვებლად და როგორ გავხდეთ საკუთარი წარმატების ადვოკატები?

მეთოდოლოგია, რომელიც გვაჩვენებს კარიერის დაგეგმვის გზას განათლების მიღებიდან ძლიერი პერსონალური ბრენდის შექმნამდე.

სტუმარი: ნინო წითლანაძე – პერსონალური ბრენდინგის და ფულის ფსიქოლოგიის კონსულტანტი.

 

4) აწმყოს ძალა

„carpe diem – მოწყვიტე დღე ანუ ისიამოვნე ამ დღით, იცხოვრე აქ და ახლა, რაც ნიშნავს, რომ დატკბე იმ ყველაფრით, რაც გაქვს, კმაყოფილი იყო და რაც მთავარია, მიიღო ყველაფერი, ის გარემო, სიტუაცია, ადამიანები, ამბები, რაც შენ გარშემო ხდება. მნიშვნელოვანია იმის გააზრება რომ დღევანდელი დღე შენი გადაწყვეტილებაა”.

სტუმარი: ლალი ბადრიძე – ფსიქოთერაპევტი, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი.

 

5) კომპოზიტორ ჯუმბერ ამანათაშვილის სიმღერების პრემიერა

„არ გამამხელენ“ – ეს სიმღერა 2000 წელს დაიწერა, ტექსტიც ჩემი გახლავთ და არანჟირებაც. ჩემი ყველა სიმღერა ავტობიოგრაფიულია. სიყვარულის გარეშე სიმღერას არ ვწერ. როცა ვიღაცისადმი გრძნობა მიჩნდება, მირჩევნია სიმღერით ვუთხრა ჩემი სათქმელი და კონკრეტული სიმღერის გმირად ვაქციო“

„საით მივყავარ ჩემს გზას“ – ეს სიმღერა 1991 წელს დაიწერა. რაც მივლია ამ ცხოვრებაში სიყვარულით დავდივარ და ვფიქრობ, რომ ადამიანებმა სიკეთე უდნა აკეთონ და სიყავრულით იცხოვრონ“.

სტუმარი: ჯუმბერ ამანათაშვილი – კომპოზიტორი, შემსრულებელი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: