პიკის საათი - 25.11.2022
პიკის საათი - 25.11.2022

1) ზურაბ კიკნაძე

„განცდა რომ დიდ ადამიანთან მქონდა შეხება, შეხვედრის პირველივე წამიდან დამეუფლა“, „არ მეგულება სხვა ადამიანი ჩვენს საზოგადოებაში, რომელსაც ამდენად აქვს შესწავლილი საკუთარი თავი“, „ვისურვებდი რომ გარდაცვალების წინა წამები ისეთი ყოფილიყო მისთვის, როგორიც წარმოედგინა“, – ია ანთაძე გამორჩეული რესპონდენტისა და პედაგოგის ზურაბ კიკნაძის შესახებ.

რესპონდენტი: ია ანთაძე – ჟურნალისტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) თამარ სხირტლაძე

არჩილ კერესელიძე „გენიალურ თამარას“ ეძახდა, მკაცრ ქალიშვილებში ფოსინეს როლით მოხიბლულმა იოსებ გრიშაშვილმა კი ნიჭიერ და გამორჩეულ მსახიობად აღიარა, უშანგი ჩხეიძე ამბობდა, რომ ის „რიჟა“ გოგო განსაკუთრებით ნიჭიერიაო.

120-მდე როლი სცენაზე და 40-მდე როლი კინოში. მსახიობმა სცენაზე 70 წელი გაატარა და მაყურებლის სიყვარულიც დაიმსახურა, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის კი თამარ სხირტლაძე ყოველთვის დარჩება ნიჭიერ, ლამაზ და გამორჩეულ პიროვნებად.

რესპონდენტი: საბა მეტრეველი – ლიტერატურათმცოდნე

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) ტერენტი გრანელი – 125

„ახლა უფრო დაფიქრების დროა, ჩადენილი შეცდომები ბევრია…“ ტერენტი გრანელის დაბადებიდან 125 წელი გავიდა, მისი შემოქმედება დღემდე დასაფიქრებელია „ახალი დროის ადამიანებისთვი“.

ბოლშევიკური რეჟიმისგან დევნილი XX საუკუნის პოეტი, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლებში დუმილი არჩია, თუმცა შემოქმედებასთან ერთად ამ დუმილითაც ბევრი თქვა.

„ოცდამეერთე საუკუნის კარიბჭესთან მწირივით მდგარი, განახლებულის ძალით გვიხმობს ახალ ჟამთან მისაახლებლად… და მწამს, როცა ახალი დროის ადამიანები წარმოიდგენენ მის წამებულ ლანდს, იმ მოწამეობრივ გზასაც შთახედავენ, რა გზაც მან გამოიარა“, – ლერი ალიმონაკი

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) ვეგა, კოტე, „ცხვრის წყარო“

პრომეთეოსის მსგავსმა დიდმა ხელოვანმა კოტე მარჯანიშვილმა ოლიმპოს მთიდან მოსტაცა მუზებს ცეცხლი და „ცხვრის წყაროში“ ისეთი კოცონი დაანთო, რომ ახლა არავის ძალუძს მისი ჩაქრობა“, – ეს სიტყვები 1922 წლის 25 ნოემბერს პაოლო იაშვილმა რუსთაველის თეატრის ლოჟიდან წარმოთქვა კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროს“ ხილვისას.

ამ წარმოდგენიდან 100 წლის შემდეგ, დღეს, 25 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზის ფოიეში აღნიშნულ სპექტაკლთან დაკავშირებული თეატრის მუზეუმში დაცული მასალა იქნება წარმოდგენილი.

25 ნოემბერი საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ სწორედ ამ დღეს, 460 წლის წინ, ბაროკოს ეპოქის ესპანელი დრამატურგი და პოეტი ლოპე დე ვეგა დაიბადა, 2022 წელი კი კოტე მარჯანიშვილის საიუბილეო წელია, ქართველი რეჟისორის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა.

სტუმარი: გუბაზ მეგრელიძე – თეატრმცოდნე

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) „დაიჭირე პეპელა – აიხდინე ოცნება“

26-28 ნოემბერს თბილისი საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელას“ მეთორმეტედ უმასპინძლებს.

მაყურებელი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების მიერ შექმნილ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს იხილავს.

გამარჯვებულები ცხრა ნომინაციაში გამოვლინდებიან. ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს პეპელა“ – საუკეთესო ფილმს გადაეცემა.

სტუმარი: ირაკლი ჯაოშვილი – რეჟისორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

6) რამინ მიქაბერიძის შემოქმედებითი საღამო

25 ნოემბერს, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, მომღერლისა და ლოტბარის რამინ მიქაბერიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

სატელეფონო ჩართვა: რამინ მიქაბერიძე – საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების ქურუმი, მომღერალი, ლოტბარი

მაია მიქაბერიძე – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: