პიკის საათი - 25.10.2022
პიკის საათი - 25.10.2022

1) მეაბჯრე აკაკი მაქაცარია

17 წლის იყო, როცა ჯაჭვის პერანგის ქსოვისა და ქართული საბრძოლო აბჯრების დამზადების შესწავლის მიზნით მჭედლებთან დამეგობრება სცადა, თუმცა, უარით გამოისტუმრეს.

ისტორიის, მითების და ლეგენდების მოყვარულმა აკაკიმ თავის ოცნებაზე უარი არ თქვა და ხელობას თავად დაეუფლა.

ახლა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სტუდენტია და V საუკუნის საბრძოლო ტანსაცმლის შესწავლა და დამზადება დაიწყო.

რესპონდენტი: აკაკი მაქაცარია – გრაფიკული დიზაინერი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) მზის დაბნელება საქართველოში

რა არის მზის დაბნელება და რას მოუტანს ის მსოფლიოსა და საქართველოს?

მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები და იბერიის გაბრწყინების დასაწყისი.

რესპონდენტი: გიორგი ლობჯანიძე – ასტროლოგი, ეზოთერიკოსი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) სათემო მენტორინგის ფესტივალი  

სათემო თანაშექმნის სივრცე „კომლი“ 29-30 ოქტომბერს სათემო მენტორინგის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც მენტორინგის პროექტის დასკვნით ღონისძიებებს გააერთიანებს.

რესპონდენტი: თეონა დალაქიშვილი – „კომლის“ დამფუძნებელი

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) ქართული კარიკატურის ბიენალე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს კარიკატურის ბიენალეს, რომელიც XIX, XX, XI საუკუნეების ქართული კარიკატურის საუკეთესო ნიმუშებს გააერთიანებს. მნახველს შესაძლებლობა ექნება იხილოს მიხეილ ჭიაურელსი, ოსკარ შმერლინგის, დათიკო ნაცვლიშვილის, ვახტანგ კუციას, ჯემალ ლოლუას, ჯემალ ფორჩხიძის, ანდრო კანდელაკის, გივი ლომიძისა და ბევრი სხვა ავტორის ნამუშევრებს.

„ნიანგზე“ ვარ გაზრდილი და გული მწყდებოდა, რომ წლების განმავლობაში ეს დარგი მივიწყებული იყო. კარიკატურა და იუმორი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ასახავს ერთი მხრივ იმას, თუ რა აწუხებს საზოგადოებას, და მეორე, სპონტანურად შექმნილი ნამუშევრები, რაშიც, ზოგჯერ, მაყურებელს ისეთი რამ დაუნახავს, რაც მხატვარს არც კი უფიქრია“ – გუგა ქაშიბაძე.

სტუმარი: დავით თოთიბაძე – სატირისა და იუმორის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე; ბიენალეს ორგანიზატორი

 

5) სახლი კოტე მესხის ქუჩაზე ახალი სიცოცხლის მოლოდინში…

„თეიმურაზ მაღლაფერიძე ხშირად სტუმრობდა აქაურობას, ნოდარ ჩხეიძესთან რომ იკრიბებოდნენ მისი მეგობრები და ნატეხ პურსა და ლიტრ ღვინოზე – ლადო ასათიანი როგორც იტყოდა – უმეტესწილად ლიტერატურისა და ხელოვნების ირგვლივ საუბრობდნენ.

და აი ერთხელაც, როდესაც მიადგებოდა გრძელ, ჩაბნელებულ ტალანს, რომელსაც ეზოში უნდა შეეყვანა, სრულიად შემთხვევით უნდა მოეკრა თვალი კედელზე მიმაგრებული წარწერისათვის:

კოტე მესხის ქუჩა, N8

და გონებაში მაშინვე უნდა გამკრთალიყო ბავშობიდანვე შესისხლხორცებული სტრიქონები მირზა გელოვანისა:

გაზაფხული ჩუმად ჩამოიბარდა

და სიცოცხლე ჰყვაოდა ალუჩაზე

აი სახლი, რომელიც მე მიყვარდა,

N8, კოტე მესხის ქუჩაზე.“

როსტომ ჩხეიძე – მკვლევარი; ლიტერატორი

 

6) რუბრიკა „304-ე აუდიტორია“ – დაბალრეიტინგული უნივერსიტეტები

საზღვარგარეთ უნივერსიტეტის შერჩევისას მნიშვნელოვანია ამა თუ იმ დაწესებულების რეიტინგის გადამოწმება.

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც რეიტინგი დგინდება ცხადყოფს უნივერსიტეტის შესაძლებლობებს და მიზნებს.

ავტორი: ელენე ტუშური

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: