პიკის საათი - 25.06.2024
პიკის საათი - 25.06.2024

1) „ზღვის ექო“

„ათასობით ქვა მაქვს და ყველას „ვიცნობ“, ყველა მახსოვს. თუ დრო მაქვს, დილიდან საღამომდე შემიძლია ისე ვიმუშავო, რომ არც მომშივდეს, არც მომწყურდეს და არც დავიღალო“.

ნინო ქოქოსაძის გამოფენა სახელწოდებით „ქვის ექო“ ნაპირზე გამორიყული, ან სულაც გზადაგზა ნაგროვები ქვადქცეული ისტორიებია, ხელოვანის ხელში გაცოცხლებული.

„გამოფენის პოსტერზე გამოსახულია ქვა, რომელიც სანაპიროზე ვიპოვე. მასში ალმასისთვლიანი ოქროს ბეჭედი იყო ჩაკირული. ჩავთვალე, რომ ეს იყო პოსეიოდნის საჩუქარი, რომელსაც ჩემი ნამუშევრები მოეწონა“.

ნინო ქოქოსაძის გამოფენა თბილისში 28 ივნისს გაიხსნება და 28 ივლისამდე გასტანს.

სტუმარი: ნინო ქოქოსაძე – ექიმი; პოეტი; ხელოვანი.

 

2) „კოტეჯი“ – ახალი ქართული ანიმაციური ფილმი

„კოტეჯი“ მაღალბიუჯეტიანი კომერციული ფილმია, რომელზეც ექვსი მხატვარი მუშაობს და 16 წლის გოგონას წარმოსახვასა თუ რეალობას აღწერს.

სპექციალურად ანიმაციისათვის დაიწერა ქართუ-ინგლისური სიმღერები, რომლის ავტორიც ახალგაზრდა კომპოზიტორი ნიკოლო ვასაძეა.

სტუმრები: სალომე ლაბაძე – ანიმაციური კინოს რეჟისორი; ნინო კემულარია – ფილმის პროდიუსერი.

 

3) „თავზეხელაღებულები“

ვლადიმერ მალოვიჩკოს წიგნი „თავზეხელაღებულები“ მალოვიჩკო-ციციშვილი-დგებუაძეების ოჯახური საგაა.

როგორ მოხვდნენ და დამკვიდრდნენ საქართველოში მალოვიჩკოები?

ვინ იყო ვიქტორ მალოვიჩკო და როგორ გადმოიცა დოკუმენტურ პროზაში ქართულ-უკრაინული ამბავი?

რესპონდენტი: მანანა დუმბაძე – წიგნის მთარგმნელი.

 

4) „მწვანე რაზმები“ – ეკო-აქტივისტების ქსელი

გარემოსდაცვითი განათლება და პრაქტიკა, მწვანე პროფესიები, მწვანე პოლიტიკა, მოხალისეების ენთუზიაზმი და პროფესიონალების მონდომება – ყველაფერი, რაც გარემოსთან ურთიერთობას გაცილებით ჰარმონიულს გახდის.

რესპონდენტი: მარიამ ბენდელიანი – ორგანიზაცია „მწვანე რაზმების“ დამფუძნებელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: