პიკის საათი - 25.04.2024
პიკის საათი - 25.04.2024

1) კლასიკური გიტარის კონცერტი კონსერვატორიაში

„ყოფილა შემთხვევა ინსტრუმენტი დამისრულებია, მაგრამ ძველი რეპერტუარი ვერ შემისრულებია. შესაძლოა, ახალმა ინსტრუმენტმა ახალ მუსიკალურ ჟანრსაც კი ჩაუყაროს საფუძველი“.

გიტარისტი, რომელიც ინსტრუმენტს თავად ქმნის.

„ხე ჩემთვის იმდენად ცოცხალი რამაა, რომ მჯერა მას ადამიანის ფიქრიც კი ესმის“.

სტუმარი: გიორგი ფხალაძე – მუსიკოსი.

 

2) „მედეა“ კლასიკურ ქორეოგრაფიაში

„მედეას“ ყველა დადგმა ერთმანეთისგან მედეას პერსონაჟის აღქმის თვალსაზრისით განსხვავდება. თუმცა, საერთო ის აქვთ, რომ ყველა ქორეოგრაფი ევრიპიდეს ტრაგედიას ეყრდნობა. მათი მედეა შვილების მკვლელი დედაა“

„ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა კირკე“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში წარმოგიდგენთ ხათუნა მზარელუას საჯარო ლექციას „მედეა“ ამავე სახელწოდების ბალეტის ვიდეოჩვენების თანხლებით.

სტუმარი: ხათუნა მზარელუა – დამოუკიდებელი ჟურნალისტი, თანამედროვე ცეკვის მკვლევარი.

 

3) ხოჩა ლადეღ…

პოეზია, პროზა, სვანეთი, ტრადიცია, დედა, ემიგრაცია… ყველაფერი, რაც შეიძლება სიტყვასთან ერთად დაიბადოს.

„ჩემს პირველ პროზაულ კრებულს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ვიეჭვიანე. მაინც პოეტი მგონია თავი“.

სოსო მეშველიანის პროზაულ კრებულს „ქუნარეშ“ ჰქვია. ქუნარეშ ძველი სვანური ტრადიციაა და სულთა სტუმრობის კვირეულს ნიშნავს, რომელსაც ძველით ახალი წლის ხუთშაბათიდან მომდევნო ხუთშაბათამდე ყველა ოჯახი აღნიშნავს.

„სვანეთი ერთადერთი ადგილია, სადაც სულ მინდა ვიყო. მეუბნებიან, ემიგრაციაში ნაწერს რუხი ფერები აქვს, საქართველოში დაწერილი ტექსტი კი უფრო ლაღი და ფერადიაო. კი, ასეა!“

სტუმარი: სოსო მეშველიანი – მწერალი.

 

4) „სპექტაკლი – მეტაფორა“

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პლატფორმა, „Art დისკურსი“ გთავაზობთ თამარ ქუთათელაძის კვლევას „სპექტაკლი – მეტაფორა“. იგი შეეხება XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე განხორციელებულ ახალგაზრდულ დადგმებს.

„Art დისკურსის“ ფარგლებში ისეთ პიესებსა და სპექტკლებზე წარიმართება მსჯელობა, რომლებიც XX საუკუნის განმავლობაში არ დადგმულა, XXI საუკუნეში კი მრავალგზის.

რესპონდენტი: თამარ ქუთათელაძე – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: