1) „ციცინათელა“
„17 წლის ასაკში საქართველოს დატოვებამ დიდი გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორ აღვიქვამ სახლსა და სამშობლოს, რომელსაც ხშირად ვაიგივებ ჩემს ბავშვობასთან“, – ლიზი ბუდაღაშვილის პერსონალური გამოფენა. ნახატების სერია, რომელიც ფლორიდაში შეიქმნა.
რესპონდენტი: ლიზი ბუდაღაშვილი – მხატვარი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
2) „ბარბი“ + „ოპენჰაიმერი“ = „ბარბენჰაიმერი“
2023 წლის 21 ივლისი, გახდა დღე რომელმაც ინტერნეტ ფენომენი „ბარბენჰაიმერი“ წარმოშვა.
ამ ფენომენის წარმოშობა ერთსა და იმავე დღეს ორი მნიშვნელოვანი ფილმის პრემიერამ განაპირობა: გრეტა გერვიგის ფილმი, კომედია ცნობილი თოჯინა ბარბის შესახებ და კრისტოფერ ნოლანის ბიოგრაფიული თრილერი ფიზიკოს რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ბირთვული იარაღის შექმნაში მონაწილეობდა.
ავტორი: ელენე ტუშური
3) მუყაოს გადამუშავების შესაძლებლობები
– როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან მუყაოს ნარჩენი და ნაგავი?
– რა ეკონომიკური სარგებლიანობა მოაქვს მუყაოს გადამუშავებას?
– რა არის მწვანე წებო და რას ცვლის ის მუყაოს გადამუშავების პროცესში?
სტუმარი: თაკო აბზიანიძე – გერმანიის საერთაშორისო მდგრადობის აკადემიის მკვლევარი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) როცა სიმღერა ცხოვრების წესია
დედასგან იცის, რომ ლაპარაკზე ადრე ღიღინი დაიწყო. 6 წლის რომ გახდა, მისი ნიჭი რობერტ ბარძიმაშვილისათვის მიუბარებიათ.
დღეს უკვე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის წევრია.
ჩანაწერში მოისმენთ ცოცხალ შესრულებას.
სტუმარი: ვაკო კრაწაშვილი – ავტორ-შემსრულებელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
5) Irma De Flore – კოლექციის წარდგენა
25 ივლისს, 19:00 საათზე, ფოტოგრაფ და დიზაინერ ირმა შარიქაძის ბრენდის – Irma De Flore-ის აჭარული ნაქარგობის მოტივებზე შექმნილი კოლექციის წარდგენა შედგება.
კოლექცია აერთიანებს „აჭარული მზითვის ფერის“ ფარგლებში გადაღებულ ფოტონამუშევრებს და აჭარელი ქალების მიერ ხელით მოქარგულ კაპსულა კოლექციას: მაისურებს, ჩანთებსა და ბალიშებს.
მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეარჩიონ მათთვის სასურველი უნიკალური ნაქარგობით შექმნილი ნივთები დიზაინერის კოლექციიდან.
სტუმარი: ირმა შარიქაძე – ფოტოგრაფი და დიზაინერი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: