პიკის საათი - 24.03.2025
პიკის საათი - 24.03.2025

1) ეკა ხითარიშვილი საავტრო რუბრიკა „ადამიანი“ – გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია 200-მდე საბაგირო გზის პროექტის ავტორი და საქართველოში ბაგირგზების დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და პროექტითაა აშენებული ბაგირგზები: ტყიბულში, ახალციხეში, თბილისში, აბასთუმანში, გურჯანში, ყაზბეგში, ლატვიის კურორტ სიგულდაში.

რესპონდენტი: მანანა ფანცულაია – გიორგი ფანცულაიას შვილიშვილი;

მიშა მუმლაძე – ქუთაისში ლიტერატურული კლუბის „წიგნების თაობის“ დამფუძნებელი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) საქართველო – სომხეთი

საქართველოს ნაკრებმა მეტოქე – სომხეთის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა და ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

რესპონდენტი: ლუკა ჭოჭუა – პირველი არხის სპორტული ჟურნალისტი.

 

3) „ხალხური“ – პირველი არხის ეროვნული პროექტი

„მთელი ჩვენი ძალისხმევა მივმართეთ იმისკენ, რომ ხალხური შემოქმედება ეკრანიდან მოვასმენინოთ მაყურებელს. ეს არ არის მარტივი შესასრულებელი. ეს არის ძალიან სასიამოვნო, ორგანული და ბუნებრივი, როცა ამას ყოფაში, ან კარგი შესრულებით ისმენ სცენაზე. ხალხური სიმღერა ოდნავადაც ვერ იტანს ცუდ შეხებას!“, – დავით ცინცაძე.

30 მარტიდან, ყოველ კვირას, 22:00 საათზე, პირველი არხის მუსიკალური კონკურსი „ხალხური“ იწყება.

რესპონდენტი: დავით ცინცაძე – პროექტის კონსულტანტი და პროდიუსერი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: