პიკის საათი - 23.10.2023
პიკის საათი - 23.10.2023

1) კვირის მუსიკალური სიახლეები

 

2) რადიოგიდი  იარაღის მუზეუმში

 

3) როგორ ვემზადებით ქართული საბავშვო ლიტერატურის დღისათვის?

„მაშინ, როდესაც ქართული საბავშვო ლიტერატურის ფონდი დავაარსეთ, საბავშვო ლიტერატურის სამყაროში ბევრი არაფერი ხდებოდა. დღეს უკვე წიგნის ინდუსტრია საგრძნობლად დახვეწილია, მაგრამ ბავშვისა და წიგნის ურთიერთობა წინ ვერ წავიდა“, – ირმა მალაციძე.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საბავშვო ლიტერატურა. ვისურვებდი, რომ ქართველი ავტორები უფრო აქტიურად ითარგმნებოდეს“, – ლელა ცუცქირიძე.

27 და 31 ოქტომბერს ეროვნული სასახლის მედიათეკაში ცნობილ საბავშვო მწერლებთან შეხვედრა შედგება.

სტუმრები: ირმა მალაციძე – საბავშვო მწერალი. ეროვნული სასახლის მედიათეკის მკითხველთა კლუბის მენტორი. მულტიმედიური პროექტ „წიგნიპედიას“ ხელმძღვანელი,

ლელა ცუცქირიძე – საბავშვო მწერალი, ეროვნული სასახლის მედიათეკის კოორდინატორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

4) როდის და რატომ უნდა მივმართოთ მეტყველების თერაპევტს?

ტირილი, ტიტინი, პირველი სიტყვები, პირველი ფრაზები, მოტორული უნარები, იმიტაციის უნარი, თამაში – ყველაფერი, რაც ბავშვის განვითარების გზაზე ერთმანეთს ავსებს.

ნიუანსები, რომლებიც მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ.

სტუმარი: ნინო გაბაშვილი – ენისა და მეტყველების თერაპევტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, 44 წ-ნი სამუშაო გამოცდილებით. ლოგოპედიური სახელმძღვანელოების ავტორი. ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი.

 

5) „ფიროსმანი“ – პრემიერა მოხეტიალე მთავრის თეატრში

„ადამიანი იბადება, ცხოვრობს და კვდება და რა რჩება მისგან? ვიღაც იტყვის, რომ არც არაფერი… ნიკალა კი…“

მოხეტიალე მთვარის თეატრი წარმოგიდგენთ მორიგ თოჯინურ სპექტაკლს ლეგენდარული ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

სტუმარი: ნიკა ლუარსაბიშვილი – რეჟისორი.

 

6) მულტიმედიური ალბომი – „ბეატრიჩე“

მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ გამოცემის იდეის ავტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრი, აერთიანებს საქართველოში 2021 წელს, დანტე 700-ის მსოფლიო აღნიშვნის ფარგლებში, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ შექმნილი თანამედროვე ბალეტის, „ბეატრიჩეს“ დადგმის ყოველ მნიშვნელოვან ეტაპს იდეიდან პრემიერამდე.

სატელეფონო ჩართვა: მარიამ ალექსიძე – გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: